Schedule

09:00 Program "Today in the morning"
10:00 Musical Mix
18:00 Program "Liberty In the Evening"
19:00 Musical Mix
20:00 Radio Liberty Azeri Bureau Program
21:00  Analytical program- Echo of the Caucasus 
22:00 Radio Liberty Armenian Bureau Program
22:30 Musical Mix
23:00 Radio Liberty Russian Bureau Program
00:00 Musical Mix
02:00 News
02:05 Chill Out
03:00 News
04:00 Jazz Mix
05:00  Chill Out
06:00  Jazz Mix
07:00 Pop Rock

Current Time 04:51

ინტერვიუ იტალიელ ფუტურისტ მხატვარ ანტონიო ფიორესთან


ფუტურიზმის სამშობლო. იტალია. რომი. მარგუტას ქუჩა. გალერეა „ვიტტორია“.

მე ანტონიო ფიორე მქვია. უფაგრა ჩემი ფსევდონიმია, რომელიც მონაკეზიმ შემირჩია. მარინეტის წაბაძვით მას ჩვეულად ჰქონდა ფუტურისტები არტ სახელებით მოენათლა. მე უფაგრა შემარქვა - რაც ნიშნავს უნივერსუმ ფიორი აგრა. ასო „უ“ უნივერსუმს აღნიშნავს. რამდენადაც მოძრაობა უნივერსალურია. „ფ“ ჩემს გვარს - ფიორე, აგრა კი თავად მოძრაობაა.

ეს მიმდინარეობა მონაკეზიმ 60-იანი წლების დასაწყისში გაგარინის კოსმოსსში გასული პირველი ადამიანის გამოცდილებაზე დაყრდნობით დააარსა. ადამიანისა, რომელმაც მიზიდულობის გრავიტაციის არსებობა გამოსცადა, სიმსუბუქის ნეტარების მნიშვნელობა იგრძნო, როდესაც კოსმიურ ხომალდში ირწეოდა. ამ განსაკუთრებული მოვლენიდან გამომდინარე მონაკეზიმ შექმნა აგრავიტაციული მოძრაობა, როგორიცაა სამყარო წონის გარეშე, გრავიტაციის გარეშე, რაშიც განპირობებულია ინტერესები. ადამიანური ცბიერება იგულისხმება. ამ ბალასტის გარეშე უფრო ნაღდი, უფრო თავისუფალი სამყარო გვექნება. არამხოლოდ ხელოვნებაში, არამედ ცხოვრების ყველა სფეროში.


 

 


გალერეა „ვიტტორია“.

ფოტოზე: მხატვარი ანტონიო ფიორე. ხელოვნების ისტორიკოსი ჯორჯო დი ჯენოვა.


 

 


ამგვარად 1977 წელს მოძრაობა აგრას წევრი გავხდი, სადაც 1984 წლამდე ვითანამშრომლე. შემდგომში ენცო ბენეტოსთან მრავალი შეხვედრის შემდეგ რომელიც ფუტურიზმსა და მის უწყვეტობაზე ბევრს მესაუბრებოდა შევუერთდი მანიფესტს „ფუტურიზმის განაცხადი დღეს“. ამ მანიფესტის რედაქცია 1967 წელს ბენედეტოს ეკუთვნის და იმ დროს ცოცხალი ყველა ფუტურისტის მიერ არის ხელმოწერილი.

ჩემზე დიდი გავლენა იქონია ჯერ ისტორიკოსის კანჯოდოს და შემდეგ კი ბალას ქალიშვილებთან ლუჩია და ელიკასთან მეგობრობამ. ბალასთან ჩემს კავშირს ბევრი ხელოვნებათმცოდნე აღნიშნავდა. განსაკუთრებით ხელოვნების ისტორიკოსი ჯორჯო დი ჯენოვა. იგი წერს რომ პრაქტიკა მონაკეზისგან მივიღე, რომელიც ჩემს შემთხვევით მასწავლებლად მიიჩნევა. ხოლო ნამდვილი მოძღვარი ჯაკომო ბალა იყო.

ფუტურიზმის უწყვეტობის იდეა დღევანდელობაში, იმ პერიდოში რომელშიც ვცხოვრობ, განსხვავდება ფუტურისტული მოძრაობისაგან. ეს მოძრაობა მისი დამაარსებლის ფილიპო ტომაზო მარიანეტის სიკვდილთან ერთად წყდება, 1944 წელს. მაგრამ ისტორიულად ფუტურიზმი ამით არ ამოიწურება რადგან იგი სულიერი დამოუკიდებლობაა. ამდენად მუდამ აღორძინებდია. მას არა აქვს დროის საზღვრები რადგან მუდამ ევოლუციაში იმყოფება. იგი დინამიური მნიშვნელობით ცვლის ცხოვრებას, ცხოვრების რეალობას განუწყვეტლივი მოძრაობით ხსნის.

ფუტურიზმი ხელოვნების სკოლა კი არა არის, არამედ იდეა, ცხოვრების წესის, სიცოცხლის წვდომის გზა. იგი შუქურაა მოდერნულობის, პროგრესის, ბუნების… ეს ყოველივე რასაც კი სიცოცხლე ქვია უჯრედები, ადამიანები, მცენარეები, ცხოველები, იდეები, ეს ყოველივე რაც არსებობს ხომ მომავლისკენ, ფუტურულისკენ არის მიმართული.

მანქანის ლოკომოტივის ინდუსტრიალიზაციის გაჩენასთან ერთად სიჩქარე მივიღეთ. ეს ისტორიული პერიოდია. შემდეგ თვითმფრინავთან ერთად ფუტურიზმის მიხედვით აერომხატვრობა გვაქვს და ბოლოს კი კოსმოსის დაპყრობით კოსმო მხატვრობაც გვიერთდება. მესამე ფუტურიზმი.

მართლაც ფუტურიზმის ასწლეულის აღსანიშნავად, ერთგვარი კრიტიკის სათაური შევქმენი. „სიჩქარე, +აერომხატვრობა, +კოსმომხატვრობა“, სადაც ოროგრაფიულ ჰორიზონტზე სამი კოლაჟი ჩანს.პირველი ჯაკომო ბალა, სურათიდან „აბსტრაქტული სიჩქარე“. მეორე ჟერარდო - „დოტორის უმბრიული გაზაფხული“. ბოლოკი ჩემია, „კოსმიური ბრძოლა ნომერი 5“. ნაშრომი რომელიც ფუტურიზმს მივუძღვენი საკურთხევლის ნიშაა. 1909-2009. კონცეფცია ფუტურისტულია.

კონსტრუქციულად გვირგვინითა და საფეხურით საკურთხევლის კანკელამდე მიდიხარ. შპილის ზედა მხარეს კოლაჟის მიხედვით ხუთი პასაჟი გვაქვს. ეს რუსოლოს, ბალას, ბოჩინის, სევერინისა და კარას ნაშრომებია. საფეხურის კოლაჟი შვიდი კი დოტორის, პერუცის, პრამპოლინის, ბელესიტეს, ბენედეტოსა და მონაკეზის ნაშრომებია. ვერტიკალურ გრაფაში ჩავსვი ჩემი - „ასწლეულის კოსმოსური ხომალდი“, რომელიც კოსმოსური მაგიის ქრომატულ ამოფრქვევას ისარივის მიაპობს.


::

Headlines

FC Barcelona wins UEFA Super Cup

Rustavi TV2 shares and property completely attached

President vetoes the bill on NBG

PM meets European Parliament delegation

SWAT team member testifies against SWAT officials

CurrencyWeatherCalendar

Donors and Partners