Schedule

08:00 Program "Today in the morning"
10:00 News 
10:05 Musical Mix
11:00 News 
11:05 Musical Mix 
12:00 Program "Gender News" 
14:00 News
14:05 Musical Mix
15:00 News
15:05 Musical Mix
15:30  Program "15 minutes with Radio Liberty"
15:45 Program "English Lessons"
16:00  News
16:05 Musical Mix
17:00 Program "One o'clock freedom with Giorgi Gvakharia"
18:00 Program "Liberty In the Evening"
19:00 News
19:05 Program "Invisible Curtain"
20:00 News 
20:05 Musical Mix
20:30 Radio Liberty Azeri Bureau Program
21:00  Analytical program- Echo of the Caucasus 
22:00 News
22:05 Radio Liberty Armenian Bureau Program
22:30 Musical Mix
23:00 News
23:05 Radio Liberty Russian Bureau Program
00:00 Musical Mix
02:00 News
02:05 Chill Out
03:00 News
03:05 Music Program "Selector"
04:00 Jazz Mix
05:00  Chill Out
06:00  Jazz Mix
07:00 Pop Rock

Current Time 10:31

ინტერვიუ იტალიელ ხელოვნების ისტორიკოს ჯორჯო დი ჯენოვასთან


რას ნიშნავს იყო ხელოვანი და ცხოვრობდე იტალიაში?

 

 

 

გალერეა „ვიტტორია“.

ფოტოზე:ხელოვნების ისტორიკოსი ჯორჯო დი ჯენოვა. მხატვარი ანტონიო ფიორე.

 

 

 



ჯორჯო დი ჯენოვა

ხშირად ცუდ გავლენას ახდენს, ამით იმის თქმა მინდა, რომ იტალია არ არის მუდამ ავანგარდში. ყოველთვის ამას ვამბობდი, რომ ბერლინის, პარიზის, ნიუ-იორკისა თუ ლონდონის აეროპორტში რომ ჩამოდიხარ, უკვე შეიგრძნობ და ტრიალებს თანამედროვე ხელოვნების სუნი, იტალიაში არა.. ძნელია იგრძნო ეს..

მე ყოველთვის მიმაჩნია,რომ მეოცე საუკუნე ის საუკუნეა, რომელმაც ხელოვნების ენის დახლეჩვა განაპირობა. უკვე ის აღარ იყო რაც წინა საუკუნეებში, როდესაც ენა წამყვანი ჰეგემონი იყო. 14-ე საუკუნე - გოთიკა. 15-ე საუკუნე -რენესანსი. 16-ე საუკუნე - მანიერიზმი. 17-ე საუკუნე ბაროკო და ა.შ.

დღეს არსებობს სხვადასხვა გამომსახველობითი ენა, რომელიც თანაარსებობს და ძალზედ ხშირად ერთი და იმავე მხატვრების მიერ გამოიყენება. მაგალითად? ერთსა და იმავე პერიოდში, ერთსა და იმავე წელს, ან სულ რამდენიმე წლიან მონაკვეთში ხდება ის, რასაც მე დავარქმევდი და რაც ამ შემთხვევაში გვაქვს - ეს არის ენობრივი მომთაბარეობა.

არსებობს ორი გარემოება, რამაც ხელოვნების კონცეფციაში გარდატეხა მოახდინა. ავანგარდებმა, ისტორიამ დაამსხვრია ის, რასაც ხელოვნების ენის ერთობლიობა ერქვა. ფოვიზმა ეს ფერით გააკეთა. ექსპრესიონიზმმა იმ გამოსახულების რეფორმაციით, რომელიც სინამდვილეს ასახავდა. ეს ყოველივე რომანტიზმის ელემენტებია, ბოლო კუდებია რომანტიზმისა.

კუბიზმმა მოინდომა შემოეტანა ერთიანი ხედვა. ამდენად, გამოსახულება ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი ხედვის ერთიანობით აღადგინა და გაამთლიანა იგი. ენის ერთიანობაში ის მოხდა, რომ ენა მართლაც რომ დასცილდა და ეს მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი რევოლუციაა. დასცილდა გამოსახულებას, ასახვას, ჭეშმარიტ მსგავსებას. ასე და ამგვარად, ექსპრესიონიზმის გავლით კანდინსკი, კუბიზმსია თუ სხვების, მონდრეანის თუნდაც ბიზანტიური მხატვრობის გავლით, იგივე მალევიჩის, რომელიც კუბოფუტურიზმის წარმომადგენელია, აბსტრაქციონიზმამდე მოვედით. მაგრამ ხილული საგანი, რომელიც აბსტრაქციონიზმმა ასე რომ ვთქვათ, ფანჯრიდან მოისროლა, უკვე მთავარი კარიდან შემობრუნდა ხელოვნებაში დადაიზმთან ერთად.

ამ დროინდან მდგომარეობა ძალზედ შეიცვალა. თავად საგანი უკვე დუშამპიდან რომ დავიწყოთ, ხელოვნების ნაწარმოებისათვის ერთგვარ ხელწერას წარმოადგენს და ხელოვნებაში მკვიდრდება. მაშინ, როდესაც მანამდე მხოლოდ ზოგადი მოხმარების საგანი იყო, როგორც ეს ბოთლის საშრობი. მანამდე აქ საუბარი იყო მენტალურ პოზიციაზე.

დუშამპმა ეს მოიტანა. იგი ჭადრაკის დიდი მოთამაშე იყო. მისი იდეა იყო ტვინის ნედლი მასალიდან ხელოვნება შეექმნა. ამას აკეთებდა კიდეც და ამიტომ მისი შემოქმედება წარმოადგენს გადაადგილებას ესტეთიკურიდან მენტალურისკენ. მართალია დადაიზმიდან სიურეალიზმი იბადება და ა.შ, მაგრამ თავი დავანებოთ ყოველივე ამას.

არსებობს ერთი კომპონენტი, რომელიც წინასწარ გვამცნობს პოსტმოდერნიზმს და ეს კომპონენტი პიკასოა. პიკასო იპარავს სტილებს, იპარავს რეალისტურ სტილს, იპარავს სიურეალისტურ სტილს, ჩამოდის იტალიაში და ნახულობს პომპეის. პომპეიდანაც იპარავს. ის ქურდია. დიდი მანუალური ტალანტის მქონე ქურდი. ის სხვადასხვა ენის მიმთვისებელი ხდება და ამით გადარჩება.. ჯერ კუბიზმთან მიდის, მერე ნეოკლასიციზმთან, მერე დიდ ცვლილებებს განიცდის, რითიც შეიძლება ითქვას, ნომადიზმის წინამორბედია ხელოვნებაში. ის ახერხებს დააკავშიროს. ის იღებს ველოსიპედს, ველოსიპედის სახელურს და სკამს. ამ სახელურს სკამზე ადებს და ხარის თავს ქმნის. ეს ერთგვარი ნიჭია. მას შეუძლია იყოს სხვა სტილების ქურდი, მაგრამ ეს უკვე ისე უნდა აკეთოს, როგორც ეს პიკასოს შეეძლო. პიკასომ მიითვისა, მაგრამ შემდეგ ისინი პიკასოდ აქცია. ჩანს რომ პიკასოა. სხვა შემთხვევაში მითვისება ხდება მაგრამ, გათვისება ვეღარ მიიღწევა.

რა გააკეთა პოსტმოდერნულმა არქიტექტურამ? ცოტა ბერძნული ხელოვნებიდან აიღო.. ცოტა შუა საუკუნეების ხელოვნებიდან, ცოტ-ცოტაც სხვადასხვა პერიოდებიდან, ბაროკოდან და ა.შ. ისინი უბრალოდ გააერთიანა და ერთგვარი ფრანკენშტეინი შექმნა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, წარსულის გვამების ნაწილებისაგან შეეცადნენ რაღაც სიახლის შექმნას მაშინ, როდესაც ახალი წარსულის ნანგრევებიც იქმნება, მაგრამ ამ ნანგრევებზე აშენებით და არა ამ ნანგრევების გადმოღებით.

მაგრამ ხელოვნების გზას თუ მივყვებით, უნდა ჩავწვდეთ, თუ რაში მდგომარეობს თანამედროვე ხელოვნების სირთულე. დაიკარგა კოინე, საერთო ენა. კოინე, ესეიგი პერიოდი, როდესაც ერთი ენა დომინირებდა. დღესდღეობით აღარ არსებობს საზოგადოებრივი დაკვეთა და დამკვეთი, ეკლესია, ბატონი თუ მთავარი და ა.შ. , რომელიც მოისურვებდა გარკვეული ტიპის ნაწარმოების გარკვეული გამომსსახველობითი ენით, კერძოდ იმ ენით, რომელიც მაშინ დომინირებდა.

დღეს დამკვეთი უკვე 16-ე საუკუნიდან თავად ხდება ხელოვანი. ის თავად ხდება საკუთარი თავის დამკვეთი. ყველას თავისი ენა აქვს. მერე შეიძლება სხვებისგანაც გადმოიღო და სხვების გავლენაც განიცადოს, რადგან ხელოვნება ყოველთვის ხელოვნებისაგან წარმოიქმნება.

როგორც მანამდე ვთქვი პიკასო სხვა ხელოვნებისგან იბადება, მაგრამ პიკასოა. სხვები მართალია ცდილობენ შეერწყან, მაგრამ კარგად ვერ აკეთებენ ამას, რადგან ვერ აღწევენ ხელოვნებას. ხელოვნება ხელოვნებისაგან იბადება. პერუნჩინო შობს რაფაელს. რაფაელი ხედავს მიქელანჯელოს და ლეონარდოს და ამდენად არსებობს რაღაც შინაგანი ენა.. თითქოს სისხლის მსგავსი…

ჩვენ ვიკვებებით, ვქმნით ჩვენს სისხლს, როც არ გვჭირდება გამოვყობთ, დანარჩენს კი ვითვისებთ. ეს მუდამ ასე იყო, დღეს აღარ არის ასე. ყველა ცხოვრობს როგორც კუნძულზე, მრავალგვარ ზემოქმედებას განიცდის და თუ ვერ ახერხებს ჩაწვდეს იმას, რაც უფრო მისაღები და კონგენიალურია მისთვის, სრულ დაბნეულობაში რჩება. ბევრს აკეთებს. შეიძლება რაღაც გამოუვიდეს კიდეც, მაგრამ არა ის, რაც მას ამის მიღმა გაიყვანს. რადგან ის, რასაც ყველა ხელოვანი აკეთებს, სხვა არაფერია თუ არა მცდელობა სიკვდილის დამარცხებისა, ფიზიკური სიკვდილის დაძლევისა. მე

მუდამ ვამბობ, მოკვდა მიქელანჯელო? მოკვდა ჯოტო? მოკვდა რაფაელი? არა! რადგან არსებობს მათი შემოქმედება, რომელიც მათზე მეტყველებს. დღევანდელ ხელოვანთანგან ბევრი ორჯერ კვდება. კვდებიან ფიზიკური სიკვდილის დროს და შემდეგ უკვე მაშინ, როდესაც მათი ნაწარმოები აღარ ახსოვთ და ქრებიან. დღეს ხომ პოსტესთეტიკურ საზოგადოებსა და კულტურაში ვიმყოფებით, რასაც ესთეტიკის სიკვდილი ჰქვია.. მოდერნიზმის წლებამდე, ის რაც ხელოვნების ენა იყო ესთეტური იყო…

ჩვენ, მეცნიერებსა და კრიტიკოსებს ხელთ გვქონდა ინსტრუმენტი, რომლის მიხედვითაც შეგვეძლო განგვესაზღვრა ესა თუ ის ხელოვნება ღირებული იყო თუ არა… დღეს ეს ელემენტები გაუქმდა… ამიტომ ყველაფერი ხელოვნებად იქცა… და თუ ყველაფერი ხელოვნება ხდება, იქ არავითარი ხელოვნება არ არის… ამიტომ სიმართლეა, რომ ხელოვნების ბაზარზე დღეს მრავალი მხატვარი არსებობს, რომელიც ფსევდო-მხატვარია, რომელიც არ არის ხელოვანი. ასეთი საკმაოდ ბევრია. მთელი ეს ბრჭყვიალა ავანგარდი არ არის ხელოვნება, ნაგავია! ისევე, როგორც ჯეფ კუნსი არ არის ხელოვნება და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ…

ამგვარად, რა არის ხელოვნება დღეს?! ეს ჭეშმარიტი კითხვაა, რომელიც უნდა დაისვას და რომელიც ყოველმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას. რა არის ხელოვნება დღეს?! ამ კითხვაზე პასუხი ცოტა არ იყოს რთულია.

თუ ჩემი ვებ-გვერდი გინახავთ, სწორედ ასე ვიწყებ: ასწიეთ ხელი, ვინც იცით რა არის ხელოვნება დღეს… და ამას სიჩუმე მოსდევს. ასეც არის, სწორია!

ეს არც არავინ არ იცის, თუ რა არის ხელოვნება დღეს…


::

Headlines

FC Barcelona wins UEFA Super Cup

Rustavi TV2 shares and property completely attached

President vetoes the bill on NBG

PM meets European Parliament delegation

SWAT team member testifies against SWAT officials

CurrencyWeatherCalendar

Donors and Partners