განრიგი

08:00 გადაცემა "დღეს დილით"
10:00 ახალი ამბები
10:05 მუსიკალური მიქსი
11:00 ახალი ამბები
11:05 მუსიკალური მიქსი
12:00 გადაცემა "გენდერული ამბები"
14:00 ახალი ამბები
14:05 მუსიკალური მიქსი
15:00 ახალი ამბები
15:05 მუსიკალური მიქსი
15:30 გადაცემა "15 წუთი თავისუფლებასთან ერთად"
15:45 გადაცემა "ინგლისური ენის გაკვეთილები"
16:00  ახალი ამბები
16:05 მუსიკალური მიქსი
17:00 გადაცემა "თავისუფლების ერთი საათი გიორგი გვახარისთან ერთად
18:00 გადაცემა "საღამოს თავისუფლება"
19:00  ახალი ამბები
19:05 მუსიკალური მიქსი
20:00 ახალი ამბები
20:05 მუსიკალური მიქსი
20:30 რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული რედაქციის პროგრამა
21:00 ანალიტიკური გადაცემა "ეხო კავკაზა"
22:00 ახალი ამბები
22:05 რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის პროგრამა
22:30 მუსიკალური მიქსი
23:00 ახალი ამბები
23:05 რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის პროგრამა
00:00 გადაცემა "შუაღამის თავისუფლება"
01:00 რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის პროგრამა
02:00 ახალი ამბები
02:05 მუსიკალური მიქსი
03:00 ახალი ამბები
03:05 მუსიკალური გადაცემა "სელექტორი"
05:00 ჩილ აუტი
06:00 ჯაზ მიქსი
07:00 პოპროკი

სტუდიის დრო 06:58

ჩვენს შესახებ

მწვანე ტალღის უმთავრესი პრიორიტეტი სამოქალაქო განათლება და ლიბერალური ღირებულებების პროპაგანდაა.

პირველი არასამთავრობო რადიოსადგური მწვანე ტალღა 1995 წელს, ასოციაცია მწვანე ტალღის მიერ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიის განვითარებისა და არასამთავრობო სექტორის მედია-მხარდაჭერის მიზნით დაარსდა. რადიო მწვანე ტალღის 100%-იან წილს ფლობს ასოციაცია მწვანე ტალღა. (შესაბამისობის დეკლარაცია).


1998 წლიდან მწვანე ტალღა AMARC-ის საზოგადოებრივ რადიოსადგურთა ასოციაციის წევრი რდაიოსადგურია და დღემდე ევროპის მაუწყებლებთან ერთად 7 ფართომასშტაბიანი პროექტი აქვს განხორციელებული.


2000 წელს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის გამართულმა პირველმა რადიო-ხიდმა, თბილისი-ბაქო-ერევანი, კონფლიქტური ქვეყნების მსმენელებს, სამი ქვეყნის პარტნიორების რადიოეთერში უპრეცედენტო, პირდაპირი დიალოგის მოსმენის საშუალება მისცა.


რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების იდეის პოპულარიზაციის, დემოკრატიული ღირებულებებისა და რეფორმებისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვების ხელშეწყობის მიზნით, მწვანე ტალღის მიერ 2001 წელს დაარსდა ფილიალები ახალციხესა და ცხინვალში, 2002 წელს რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად შეიქმნა - საქართველოს დამოუკიდებელ რადიოსადგურთა კორპორაციული ქსელი, 2004 წელს კი ბათუმში მწვანე ტალღის აჭარის ფილიალი დაარსდა.


2004 წელს გაიზარდა სამაუწყებლო ქსელი და მწვანე ტალღამ 16 FM გადამცემით მთელი საქართველო დაფარა, კავშირი სტუდიასა და გადამცემებს შორის სატელიტის საშუალებით ხორციელდება და გადაცემების მოსმენა, შესაბამისად, ევროპის ყველა ქვეყანაში შესაძლებელია.


განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოოპერაციულ თანამშრომლობასა და ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების მონიტორინგს.

მწვანე ტალღას რადიო თავისუფლებასა და რადიო BBC-სთან თანამშრომლობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს.


1995 წლიდან დღემდე, მწვანე ტალღაში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული 70 პროექტი განხორციელდა.

მწვანე ტალღის მხარდაჭერისა და ინიციატორობის გარეშე ქვეყანაში თითქმის არცერთ მნიშვნელოვან სამოქალაქო მოძრაობას და აქციას არ ჩაუვლია.

2002 წელს მწვანე ტალღის ინიციატივით და ორგანიზებით, ევროპის 13 რადიო პარტნიორთან ერთად დაფუძნებული CENEN - დასავლეთ ევროპის და კავკასიის რადიოსადგურთა ქსელის მიზანს, ერთობლივი რადიო არტ პროექტების განხორციელების გზით ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

ამჟამად ხორციელდება საერთაშორისო პროექტი რადიოსტრიმი

პროექტი "კარმენი"

მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაცია რადიო "მწვანე ტალღის" ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსების შესახებ - ჩამოტვირთვა

რადიო მწვანე ტალღის განცხადება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კაპანიასთან დაკავშირებით - ჩამოტვირთვა



2016-08-04 14:05:18 ::
ვალუტაამინდიკალენდარი