განრიგი

09:00 გადაცემა "დილის თავისუფლება"
10:00 მუსიკალური მიქსი
18:00 საღამოს თავისუფლება
19:00 მუსიკალური მიქსი
20:00 რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული რედაქციის პროგრამა
21:00 ანალიტიკური გადაცემა "ეხო კავკაზა"
22:00 რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის პროგრამა
23:00 რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის პროგრამა
00:00 გადაცემა "შუაღამის თავისუფლება"
01:00 რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის პროგრამა
02:00 ახალი ამბები
02:05 ჩილ აუტი
03:00 ახალი ამბები

03:05 პოპროკი
04:50 ჯაზ მიქსი
05:00 ჩილ აუტი
06:00 ჯაზ მიქსი
07:00 პოპროკი
08:00 ჩილ აუტი

სტუდიის დრო 16:10

მოუსმინეთ ახალ ამბებს  
  

პოლიტიკა | ეკონომიკა | სპორტი | კულტურა | კრიმინალი | ჯანდაცვა | კონფლიქტები | სხვა


ეიჩ 1 ენ 1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ეიჩ 1 ენ 1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 42 წლის მამაკაცი ქუთაისში მკურნალობდა. მას ვირუსთან ერთად ცე ჰეპატიტიც ქონდა რამაც მდგომარეობა გაართულა.

გარდაცვლილი მოსკოვში ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ეს საქართველოში ვირუსით გარდაცვალების მეთექვსმეტე შემთხვევაა.



2009 წლის გამორჩეული პერსონა უკვე თბილისშია

2009 წლის გამორჩეული პერსონა - ანდრეი ნეკრასოვი უკვე თბილისშია. სავარაუდოდ, ამ ტიტულს წელს სწორედ რუსი დოკუმენტალისტი მოიპოვებს.
რუსეთ-საქართველოს ომზე გადაღებული ფილმის `რუსულის გაკვეთილების` რეჟისორი ნეკრასოვი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში აშკარა ფავორიტია. წლის ადამიანი დღეს ბათუმში კონცერტის მიმდინარეობისას ღიად დასახელდება.



ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

მიუხედავად მძიმე წლისა, მინისტრის განცხადებით, ყველა ვალდებულება ბოლომდეა შესრულებული.

კახა ბაინდურაშვილი 2009 წელს, სამინისტროს წარმატებად, საწარმოების დახურვასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო შესწორებას მიიჩნევს. ასევე ცვლილებას, რომლის შედეგადაც, ექსპორტიორებს თანხა უკან უბრუნდებათ.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2010 წელს საგადასახადო ტარიფების და განაკვეთების



ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრე კვიტაშვილი მისი უწყების მიერ 2009 წელს გაწეული მუშაობით კმაყოფილია.


ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი მისი უწყების მიერ 2009 წელს გაწეული მუშაობით კმაყოფილია.

როგორც კვიტაშვილმა აღნიშნა, წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხოციელება მოხდა.

"მათ შორის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 950 ათასი ადამიანი ჩაერთო დაზღვევის პროგრამაში და გამარტივდა შვილად აყვანის პროცედურაც".



საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2009 წელს აჯამებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2009 წელს აჯამებს. ნიკა გილაურის შეფასებით, გასული წელი ქვეყნის ეკონომიკისთვის რთული წელი იყო. გილაურმა დეტალურად შეაფასა წლის ფინანსური მონაცემები. პრემიერის განცხადებით, მსოფლიო ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკაში წლის ბოლოს წინსვლა შეინიშნება.



უდოს კომისია 131 მსჯავრდებულის საქმეზე იმსჯელებს

უდოს კომისია საახალწლოდ პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ დღეს ისმჯელებს და 131 მსჯავრდებულის საქმეს განიხილავს.

პატიმრების უმრავლესობა ახალ წელს უკვე საკუთარ ოჯახებში შეხვდება.



პრაიმერის ინიციატორი ოპოზიციონერები ლეიბორისტებთან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

პრაიმერის ინიციატორი არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალები "ლეიბორისტულ პარტიასთან" მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. როგორც"მოძრაობა სამართლიანი საქართველოს" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, "მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილის პარტია პრაიმერში მონაწილეობას არ იღებს, მასთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება".
პრაიმერში მონაწილეობას არც პარტია „საქართველოს გზა“ მიიღებს.



„მანჩესტერ სიტის“ არაბი მფლობელი უპრეცედენტო გარიგებას გეგმავს

„მანჩესტერ სიტის“ არაბი მფლობელი ზაიედ ალ ნაჰაიანი უპრეცედენტო გარიგებას გეგმავს და მზადაა მადრიდის „რეალის“ სანაცვლოდ 1 მილიარდი ევრო გადაიხადოს. ამ საკითხზე არაბი შეიხი „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს 2010 წლის დასაწყისში შეხვდება.



რაგბის ფედერაციამაც საუკეთესო მორაგბეები დაასახელა

საქართველოში წლევამდელი სარაგბო სეზონი უკვე დასრულდა და რაგბის ფედერაციამაც საუკეთესო მორაგბეები დაასახელა. გასული წლის მსგავსად წელსაც საქართველოს საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბის ტიტული კი ირაკლი ყიასაშვილს ერგო. გამოკითხვაში რაგბის კავშირი, სარაგბო კლუბების ხელმძღვანელები და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.



<< 310 311 312 313 314 315 316 317 318 319 320 >>

Warning: mysql_result() [function.mysql-result]: Unable to jump to row 0 on MySQL result index 9630 in /home/greenwav/domains/greenwave.ge/public_html/geo/build_site.php on line 603
ვალუტაამინდიკალენდარი