განრიგი

09:00 გადაცემა "დილის თავისუფლება"
10:00 მუსიკალური მიქსი
18:00 საღამოს თავისუფლება
19:00 მუსიკალური მიქსი
20:00 რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული რედაქციის პროგრამა
21:00 ანალიტიკური გადაცემა "ეხო კავკაზა"
22:00 რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის პროგრამა
23:00 რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის პროგრამა
00:00 გადაცემა "შუაღამის თავისუფლება"
01:00 რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის პროგრამა
02:00 ახალი ამბები
02:05 ჩილ აუტი
03:00 ახალი ამბები

03:05 პოპროკი
04:50 ჯაზ მიქსი
05:00 ჩილ აუტი
06:00 ჯაზ მიქსი
07:00 პოპროკი
08:00 ჩილ აუტი

სტუდიის დრო 16:41

მოუსმინეთ ახალ ამბებს  
  

პოლიტიკა | ეკონომიკა | სპორტი | კულტურა | კრიმინალი | ჯანდაცვა | კონფლიქტები | სხვა


ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში. დეპუტატები ერთმანეთს საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის გამოსვლისას დაუპირისპირდნენ. ვითარების დასარეგულირებლად მანდატურების ძალისხმევა გახდა საჭირო.
პარლამენტში მომხდარი ინციდენტი შესწავლილი იქნება და მომხდართან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა ზომა და სანქცია იქნება გამოყენებული.
შესაბამისი განცხადება რიგგარეშე სხდომის განახლებისას დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზში მყოფ კოლეგებს მიმართა, რომ არავის მისცენ საშუალება იმისა, რომ პარლამენტი მწყობრიდან გამოიყვანოს, რადგან "მწყობრიდან გამოსული პარლამენტი, არის მწყობრიდან გამოსული ქართული სახელმწიფო".
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამომრჩეველმა მათ ქვეყნის ბედი ანდო, რასაც განსაკუთრებული უნარ-ჩვევები სჭირდება, მათ შორის უპასუხისმგებლო და პროვოკაციულ მოქმედებებზე.
"რაც პარლამენტში მოხდა და რაც მოსახლეობამ იხილა, ამაზე ყველას ერთად გვაქვს საფიქრალი. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ამომრჩეველი ნამდვილად არ იმსახურებს იმას, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მსგავს ინციდენტებს ხედავდეს.
ამისთვის არ ვართ აქ. ამიტომ დღევანდელი ინცინდენტი სრულფასოვანად გაირკვევა - ყველა ზომის, უმკაცრესი საშუალებების გამოყენება, რაც გათვალისწინებულია რეგლამენტით და კანონმდებლობით, სრულიად აუცილებელია. ამიტომ ეს მოხდება. ჩვენ გავხდით მოწმე იმისა, რომ კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის დროს, არ ვიცი რა მოტივით და რა მიზნით, მოხდა ის, რაც მოხდა. შემდგომი რეაქციები უკვე ჯაჭვური რეაქციებით წავიდა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უმცირესობის და უმრავლეობის წევრებს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტების გადანაწილებაზე და პროცედურულ საკითხებზე დაწყებული კამათი უძღვოდა წინ.
პროცედურულ საკითხებზე დაწყებული კამათი პოლიტიკურ ბრალდებებში გადაიზარდა, რასაც საბოლოოდ ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.
უმრვლესობის წევრთა განცხადებით ფიზიკური დაპირისპირება აკაკი ბობოხიძის გინების გამო მოხდა.
აკაკი ბობოხიძის თქმით კი, მისი გინება პასუხი იყო უმრვალესობის მხრიდან შეურაცხმყოფელ რეპლიკაზე, რომელიც მისი გამოსვლის დროს გაისმა. 


:: 2014-12-26 19:57:43 ::




ბარსელონამ ევროპის სუპერთასი თბილისში მოიპოვა
"ბარსელონა" ევროპის სუპერთასის გარაჯვებული გახდა. "ბარსელონამ" "სევილია" დამატებით დროში ანგარიშით, 5:4 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შემოსულმა პედრო როდრიგესმა გაიტანა .

გიორგი ქადაგიძემ ლარის კურსის შესახებ ისაუბრა
კომპანიების და სხვა აქტორების მიერ დღეს ხდება დოლარის მარაგების დაგროვება, რაც ლარის კურსზე დამატებით ზეწოლას ახდენს, - ამის შესახებ ეროვნული

2008 წლის აგვისტოს ომიდან 7 წელი გავიდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ "2015 წლის 7 აგვისტოს

"რუსთავი2-ის" ქონებას ყადაღა დაედო
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, "რუსთავი2-ის" პარტნიორების წილებსა და ტელეკომპანიის ქონებას ყადაღა დაედო. "რუსთავი2-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით,

ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
ამერკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კერძოდ, ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ მაღალჩინოსნებისა და კომპანიების სია , რომელთა წინააღმდეგ უკვე

გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო. შესაბამისი განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა. "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტი,

ლევან ბობოხიძის შეწყალების საკითხზე განმარტება გაკეთდა
შეწყალების თაობაზე მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძის საქმეს სასჯელაღსრულების დაწესებულების დადებითი რეკომენდაცია ახლდა, - ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა. მისივე

სოციალურად დაუცველთა სუბსიდირებისთვის თანხა გამოიყოფა
ელექტროენერგიის ძველ და ახალ სამომხმარებლო ტარიფებს შორის განსხვავებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახელმწიფო სრულად დაფარავს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე

შს მინისტრის კანდიდატურა პირველ აგვისტომდე დასახელდება
პრემიერ-მინისტრი შს მინისტრის კანდიდატურას პირველ აგვისტომდე დაასახელებს. ამასთან, პრემიერი არ აკონკრეტებს იქნება თუ არა ეს სასჯელაღსრულების მოქმედი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო
გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო. ეროვნული გვარდიის თელავის მე-20 კადრირებული ბატალიონი , ღვარცოფისგან მოტანილი ქვაღორღისაგან

"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის ვეტოს მიესალმება
ეროვნული ბანკის შესახებ კანონის დამტკიცების შემთხვევაში პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადების გადაწყვეტილებას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიესალმებიან. საპარლამენტო უმცირესობაში ფიქრობენ, რომ კანონის


Warning: mysql_result() [function.mysql-result]: Unable to jump to row 0 on MySQL result index 6438 in /home/greenwav/domains/greenwave.ge/public_html/geo/build_site.php on line 603
ვალუტაამინდიკალენდარი